დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 9 პირია დაკავებული. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიების თანახმად, დაკავებულები ნარკოტიკებს ე.წ დადების მეთოდით ყიდდნენ. ნივთმტკიცებად ამოღებულია „კოკაინი“, „მეტადონი“, ე.წ. ბიო და „მარიხუანა“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.