დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

15:28, 24.09.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ დაფასოებული 126 შეკვრა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ და 115 გრამამდე „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი