დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
საბრძოლო მასალისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, პოლიციამ სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა პე-ვე-პე“, მცენარე „კანაფი“ და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნებიც. დანაშაული 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.