დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:06, 05.09.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, პოლიციამ სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკისას, ასევე, მითითებული ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 92-ი შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული „მეთადონი“. ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც. დანაშაული ოც წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი