დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

15:04, 22.08.2026

მცხეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომობილის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი – პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი