დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:03, 22.08.2026

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 300 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება MDMA ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი