დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ხუთი პირი დააკავეს, მათ შორის, სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული „მარიხუანა“ და „ალფა პვპ“. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.