დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საგამოძიებო მოქმედებები, რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.
მაკა ლაშხია დეტალებით.