დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, „ალფა -პვპ“ და „მეფედრონი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.