დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:03, 26.07.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, პოლიციამ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 131 შეკვრად დაფასოებული, 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი