დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის სარეალიზაციოდ დაფასოებული 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.