დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს. ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.