დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:20, 07.07.2026

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სახლების და პირადი ჩხრეკის შედეგად, 1,5-მდე წონის, ასევე, 66 შეკვრად დაფასოებული „მარიხუანა“ ამოიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი, ერთ-ერთი ინტერნეტ-პლატფორმის საშუალებით ყიდდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი