დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

18:30, 14.05.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 6 პირი დააკავეს. მათ შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ამოღებულია „გამომშრალი მარიხუანა“, „კოკაინი“ და „მეთადონი“. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი