დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავეს, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულ ადამიანებს შორის საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები არიან. დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“, „მეფედრონი“, და „მარიხუანა“ ამოიღეს. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.