დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 9 პირი დააკავეს. მათ შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 140 შეკვრა „მეთადონი“, „მეფედრონი“ და „ალფა-პვპ“.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.