დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ცხრა პირი დააკავეს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. მათ შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 140 შეკვრა „მეთადონი“, „მეფედრონი“ და „ალფა-პვპ“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.