დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

18:32, 09.04.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს ბათუმში. ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დააკავეს სამი პირი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით. ორი მათგანი საქართველოს, ერთი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა საპოლიციო ღონისძიება სხვადასხვა დროს თბილისსა და ბათუმში ჩაატარეს. დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების  ჩხრეკის შედეგად,   ამოიღეს „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი