დაკავება მოპედის ქურდობის ბრალდებით

პოლიციამ მოპედის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავა. 29 წლის მამაკაცი წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.