დაკავება მკვლელობის ბრალდებით

პოლიციამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა 1978 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი