დაკავება მარნეულში

ცოტა ხნის წინ მარნეულში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას დანაშაულს  120-ე და 162-ე პრიმა მუხლებით ედავებიან – რაც, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე საარჩევნო  კამპანიის ღონისძიების დროს, ძალადობას ან ძალადობის მუქარას  გულისხმობს.  ბრალდება ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატის განცხადებით, ქველაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენის შემდეგ,  დაკავებული მარნეულის პოლიციის შენობიდან კლინიკაში გადაიყვანეს. უფლებადამცველის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტემპერატურა აღმოაჩნდა, რის გამოც, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ადვოკატი არ გამორიცხავს, ქველაძეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარონ.  სწორედ ამ პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ. პოლიცის შენობასთან  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლაშა ქველაძის ახლობლები იყვნენ შეკრებილები.