დაკავება კურიერზე ძალადობის ბრალდებით
კურიერის ცემის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, 7 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია „გლოვოს“ კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. სამართალდამცველებმა სამი პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირის დაკავების მიზნით კი, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.