დაკავება კორუფციული მოსყიდვის ბრალდებით

18:23, 06.08.2026

კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, და აღნიშნულ ქმედებებში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის – შპს „ტექ-2017“-ის თანამშრომლის მეშვეობით, მართლსაწინააღმდეგო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების დადებითი შედეგით გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მანქანები, კანონით დადგენილ მოთხოვნებს  ვერ აკმაყოფილებდნენ.  კანონსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გამოავლინეს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი