დაკავება კორუფციულ დანაშაულზე 

ჩანგრეული ხიდის საქმის რეზონანსული გაგრძელება. დაკავებულია კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ ოთხი პირის მიმართ. გამოძიების საგანია 2018 წელს დაწყებული პროექტი, კერძოდ, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე აშენებული 800-მეტრიანი სახიდე გადასასვლელი, რომელიც 2023 წლის თებერვალში, მშენებლობის დასრულებიდან მალევე ჩაინგრა. მაშინ ხიდის მერვე ბურჯი ჩამოიშალა. გამოძიება ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას არავინ უწევდა და შესაბამისი ოქმები ყალბდებოდა, შედეგად პროექტი უხარისხოდ შესრულდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, დემონტაჟის და დამატებითი აღდგენითი სამუშაოების შედეგად სახელმწიფომ ამ პროექტით 12 მილიონზე მეტი თანხით იზარალა. გამოძიების მიხედვით, თითქმის ოთხი მილიონი ლარის თაღლითურად მითვისება მოხდა.