დაკავება კორუფციის ბრალდებით

აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის მოქმედი მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებაში ამხილეს.

მინისტრების მოადგილეები და მერიის სხვადასხვა სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები, დღეს სამუშაო კაბინეტებიდან აიყვანეს. დაკავებულია ბათუმის ვიცე-მერი და ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვიც.

გამოძიების საგანი ხდება 2015 წლის ოქტომბერში ჩატარებული ელექტრონული ტენდერი, რომელსაც ე.წ. იაფი სახლის პროექტის შემსრულებელი კომპანია უნდა გამოევლინა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ტენდერის ერთადერთმა მონაწილე კომპანიამ, „კონვენტ ჯორჯიამ“ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, თუმცა დისკვალიფიკაციის ნაცვლად ის მაინც გამარჯვებულად გამოაცხადეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ კომპანიის საბანკო გარანტიაც არასაბანკო და თან ნაკლებად სანდო დაწესებულებიდან  იყო წარდგენილი. დაკავებულ შვიდ პირს პროკურატურა მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება.

როგორც ირკვევა, ტენდერით მოთხოვნილი სამუშაოების დიდი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია.

თეა აბსარიძეს ვრთავთ ბათუმიდან.