დაკავებულია ხელისუფლების მაღალჩინოსანი. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ქრთამის აღებას ედავებიან. გიორგი კაპანაძე, რომელსაც მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა ეკავა, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიება ამბობს, რომ ის ქრთამის აღების მომენტში აიყვანეს. საქმე ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნას და მოთხოვნილი თანხის ნაწილის აღებას. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, მაღალჩინოსანი პირობას იძლეოდა, რომ მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში მდებარე ორ მიწის ნაკვეთს მიზნობრივ დანიშნულებას შეუცვლიდა. დაკავების ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.
ხატია ჯამალაშვილის ჩართვა.