დაკავება კორუფციის ბრალდებით – ბრიფინგი სუს-ში

12:01, 14.07.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ცხრა რეგიონში კორუფციის ბრალდებით დააკავა და პასუხისგებაში მისცა 28 პირი. ისინი 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის – ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე არიან ბრალდებულები. აღნიშნული ინფორმაცია სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე

მსგავსი