დაკავება კორუფციის ბრალდებით

15:04, 14.07.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ცხრა რეგიონში, კორუფციის ბრალდებით დააკავა და პასუხისგებაში მისცა 28 პირი. ისინი 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის – ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე არიან ბრალდებულები. აღნიშნული ინფორმაცია სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია სამი პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება.

მსგავსი