დაკავება კორუფციის ბრალდებით

21:32, 14.07.2026

ქრთამის აღება, ყალბი დოკუმენტების დამზადება, სახელმწიფო კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პასუხისგებაში 28 პირი მისცა. მათ შორის არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. გამოვლენილია კონკრეტული კორუფციული სქემები, რომელთა გამოყენებითაც ბრალდებულებმა ასი ათასობით ლარი მიითვისეს. გამოძიების ცნობით, უკანონო საქმიანობა მოიცავდა, როგორც კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებას, ისე ყალბი ბაკალავრის დიპლომების, მართვის მოწმობებისა და პასპორტების დამზადებას, სახელმწიფოს მიწების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას და სხვა უკანონო ქმედებებს. მოპოვებულია დანაშაულების დამადასტურებელი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებიც.

ქვეყნის ცხრა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ოპერაციის დეტალები ნახეთ ხატია ჯამალაშვილის რეპორტაჟში.

 

მსგავსი