კორუფციის ბრალდებით დაკავებულია ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი.
სამართალდამცველებმა ზურაბ კაკაბაძე ფედერაციის კუთვნილი თითქმის ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტზე აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, თანხის ნაწილი, დაახლოებით 350 ათასი დოლარი დაკავებულმა აზარტულ თამაშებში, თბილისში რამდენიმე კაზინოში დახარჯა. როგორც ირკვევა გამოძიება ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ხელბურთის მმართველ ორგანოში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს და ჩატარებული აუდიტის შედეგად ფინანსური გადაცდომები აღმოაჩინეს. ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.