დაკავება კორუფციის ბრალდებით

18:20, 22.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება სხდომა, რომელზედაც მოსამართლე ზურაბ კაკაბაძის აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელებს. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა – ყველაზე მკაცრი ზომის – პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი – ალტერნატივის სახით გირაოს შეთავაზებას გეგმავს. ზურაბ კაკაბაძე, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც კორუფციის ბრალდებით დაიჭირეს.

პროკურატურა ზურაბ კაკაბაძეს სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში მის მფლობელობაში არსებული ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით, გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ეროვნული ფედერაციის კუთვნილი თანხა.

ზურაბ კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, აქვთ მტკიცებულებები საგამოძიებო უწყების საპასუხოდ და საქმეზე ძიება წლებია მიმდინარეობს, კაკაბაძე კი გამოძიებასთან ინტენსიურად თანამშრომლობდა. ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვს.

მსგავსი