კომერციული მოსყიდვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული დაწესებულების სახელით, ავტოტრანსპორტის შემოწმების გარეშე დაამზადეს და გაასაღეს შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების სისტემის და აირბალონის ინსპექტირების ყალბი სერთიფიკატი. ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, აღნიშნული აკრედიტებული ორგანოს მიერ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედების გამოსავლენად. დანაშაული ორიდანდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.