დაკავება ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტზე
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა.
კახეთის სატყეო სამსახურის და პოლიციის ინფორმაციით, სოფელ ომალოს მიმდებარედ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა და დაასაწყობა 28 ცალი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი, საერთო მოცულობით – 12 კუბური მეტრი. ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ავტომობილი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი კი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ახმეტის საქმიან ეზოში.