ხაშურის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს. შსს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 141 მუხლით, რაც თექვსმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალდებული მუსიკის მასწავლებელია, ის ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა.