სამი პირი ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბრალდებულის სახით დაკავებული პირების დახმარებით, ფინანსური დავის საფუძველზე, ნაცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150 000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახა. ისინი დაზარალებულს და მის მეგობარ გოგონას, ფულის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც დაემუქრნენ. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.