დაკავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აღნიშნული პირები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ. აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.