დაკავება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით
გამოვლენილია განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა შვიდი პირი დააკავეს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, დაკავებულები, ყალბი სოციალური ანგარიშების გამოყენებით, პოტენციურ მსხვერპლ მამაკაცებს საპირისპირო სქესის სახელით უკავშირდებოდნენ, გაცნობის მიზნით შეხვედრაზე ითანხმებდნენ და დათქმულ ადგილზე მისულებს სასტიკად უსწორდებოდნენ. პოლიციამ მოქალაქეების დამცირების, მათი ჯგუფური ცემის, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის, ცივი იარაღით მუქარის და ძარცვის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ვიდეო კადრებს დაკავებულები თავად იღებდნენ და მისი გავრცელების მუქარით მსხვერპლს თანხას სძალავდნენ. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.