დაკავება ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, რომელთაგან ერთ-ერთი თავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლად ასაღებდა, წინასწარი შეთანხმებით, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, თითქოსდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, თბილისში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას ჰპირდებოდნენ, რის სანაცვლოდაც მათ 200 ათასი ლარის გადახდა მოითხოვეს.

8 მარტს მათ წინასწარ მიიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. დანაშაული  6-დან 9  წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.