შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 1998 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დააზიანა. ის პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.