დაკავება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი წარსულში არსებული ფინანსური დავა გახდა, სადაც ერთ-ერთ პირს სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის მუქარით 6 000 ლარი გამოსძალეს და ასევე მოსთხოვეს მათ სახელზე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, რაც 32 000 ლარს შეადგენდა. ბრალი 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.