დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. საუბარია ინგოროყვას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საფრანგეთის მოქალაქეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.

დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.