დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“, მომხდარი მკვლელობა. დაკავებულია 1984 წელს დაბადებული მამაკაცი. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთხივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი დაჭრილი – 1979 წელს დაბადებული მამაკაცი კი კლინიკაში გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.