დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აჭარაში ერთი პირი დააკავეს. 1972 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე სამართალდამცველებმა სარფში აიყვანეს. მისი პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.