დაკავება გამოძალვის ბრალდებით

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ბრალდებით, შსს-ს თანამშრომლებმა მარნეულში, 1994 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კრიმინალურ ავტორიტეტის სახელის გამოყენებით, ერთ პირს, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე ქონების განადგურების მუქარით 4000 აშშ დოლარს სთხოვდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი – ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.