დაკავება გამოძალვის ბრალდებით
დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით დააკავეს პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა 1971 წელს დაბადებულ მამაკაცს და გარკვეული ოდენობის თანხა მოსთხოვა. დასახელებული თანხის გადაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში კი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.