დაკავება გამოძალვის ბრალდებით

15:13, 25.10.2026

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანასოფლელს საბანკო ანგარიში გაახსნევინეს და ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაციას დაეუფლნენ. მათ მამაკაცი დაარწმუნეს, რომ ანგარიშზე თანხები ჩაირიცხებოდა, საიდანაც გარკვეულ წილს მასაც მისცემდნენ. მოგვიანებით კი ბრალდებულებმა მამაკაცს განუცხადეს, თითქოს საბანკო ანგარიში გაუქმდა, რის შემდეგაც 1 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. დანაშაული შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი