დაკავება გამოძალვის ბრალდებით
ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ. დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მიითვისეს. დანაშაულში მონაწილე სამი პირი დაკავებულია. მათ მიერ მითვისებული თანხის ნაწილი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება. დაკავებულებს კი შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.