დაკავება ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ავტო-სატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 109 აბი „პრეგაბალინი“. დანაშაული რვიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.