დაკავება ძალადობის ორგანიზების ბრალდებით

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული არიან 1988 წელს დაბადებული პირი და ასევე, წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული პირი.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1982 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია კლინიკაში. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.