„კრაბ კოფის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი დააკავეს. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კრაბ ქოფის“ თანამშრომლებს, რომლებიც რუსთაველზე ყოველდღიური აქციების მიმდინარეობის დროს პროტესტის მონაწილეებს ყავით უფასოდ უმასპინძლდებოდნენ, ქუჩაში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავად ქრისტი პირველმაც დაწერა. “მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თანადგომისთვის ყველას გეფერებით და გვიყვარხართ ჩვენ არაფრის გვეშინია, სახლში ვართ უკვე, ველოდებით გამოძიებას, სამწუხაროდ დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. დაზიანებებს რაც შეეხება, წინა კბილის ღრძილის მოტეხილობა მაქვს მე და იმპლანტი მჭირდება, ბარბის ცხვირი აქვს მოტეხილი და დილით ჩაუტარდება ოპერაცია.”- წერს ქრისტი პირველი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა კომენატარი „თბილისში, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.“- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.